გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 286 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 154 კოვიდდადებითი პაციენტი.
რეგიონში კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფორმაციით, 87 წლის ქალი კლინიკაში 8 ოქტომბერს შეიყვანეს, გარდაცვალება კი 14 ოქტომბერს დაფიქსირდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს "კოვიდ-19"-ის პარალელურად, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია ჰქონდა.
მეორე კოვიდინფიცირებული პაციენტი კი, 65 წლის კაცი, კლინიკა "მედცენტრი" გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში 9 ოქტომბერს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა, ხოლო გარდაცვალება 14 ოქტომბერს დაფიქსირდა.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტს "კოვიდ-19", ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, თავის ტვინის ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი - ტიპი 2, ქრონიკული ლიმოციტური ლეიკემია ჰქონდა.