05 სექტემბერი 2026,   19:19
ვრცლად
გურიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 44 შემთხვევა გამოვლინდა

გურიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 44 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 31 შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, აქედან 25 "ფოთის ტექსტილს" 6 კი, დაინფიცირებულებთან კონტაქტებია.

რაც შეეხება ოზურგეთს, ბოლო 24 საათის განმავლობაში აქ 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 9 "ფოთის ტექსტილია", 4 კი დაინფიცირებულთან კონტაქტი.   

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კი ბოლო 24 საათის განმავლობაში "კოვიდ 19" არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.       

რაც შეეხება სტატისტიკას - გურიაში ჯამში 310 დაინფიცირებულია. აქედან ოზურგეთში -190. ლანჩხუთში - 111 და ჩოხატაურში - 19. გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და 165 გახდა. აქტიურ ინფიცირებულად 143 ადამიანი მიიჩნევა. გარდაიცვალა 2 ადამიანი.

დღის ამბები