კერძო სადაზღვეო კომპანიები კორონავირუსის ინფიცირების მართვის პროცესში ერთვებიან. გადაწყვეტილება დღეს გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მზარდი სტატისტიკის ფონზე, კერძო სადაზრევო კომპანიის ექიმები, საჭირო მომსახურებას ბენეფიციარებს დისტანციურად გაუწევენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა ყველა სადაზღვეო კომპანიას დატრენინგებული ოჯახის ექიმი ჰყავს.
"ჩვენ გვაქვს ოჯახის ექიმების რესურსი, რომლებსაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესების მართვაში. საუბარია, დისტანციური მეთოდით ინფიცირებული ან რისკჯგუფის პაციენტებისთვის, რომელიც ჩვენი დაზღვეულები არიან მათთვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევაზე,"- აცხადებს სადაზღვეო კომპანია "იმედი L-ის" დირქტორი გივი გიორგაძე.
ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსის განცხადებით, ბინაზე დარჩენილი ბენეფიციარებისთვის საჭიროა ადგილზე მიიღონ საჭირო სერვისები.
"ყოველდღიურად დაფიქსირებული მზარდი რაოდენობების ფონზე, იზრდება იმ ბენეფიციარების რიცხვი, რომლებსაც ბინაზე დარჩენა მოუწევთ, მათ კი ესაჭიროებათ უბრალოდ მეთვალყურეობა ამისათვის კი საჭიროა რომ ყველა ბენეფიციარმა ადგილზე მიიღოს ეს სერვისი,"- აღნიშნავს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკა ადამია.