აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ენმ-სა და "გაერთიანებულმა ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან ვარშალომიძის მამა გურამ ვარშალომიძე კორონავირუსით გარდაიცვალა.
81 წლის გურამ ვარშალომიძე კლინიკა "მედცენტრში" მძიმე ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.სტაციონარში ყოფნისას ის კორონავირუსით დაინფიცირდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. პაციენტი, დაახლოებით, 2 საათის წინ გარდაიცვალა.
პროფესორი გურამ ვარშალომიძე 1991-1993 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. 2006 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
გურამ ვარშალომიძის დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია ლევან ვარშალომიძემ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.