19 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
გურამ ვარშალომიძის გარდაცვალების მიზეზი მას შემდეგ გაირკვევა, რაც ექსპერტიზა ჩატარდება - ზაზა ავალიანი

პროფესორმა, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა ავალიანმა "დღის კურიერის" ეთერში, ლევან ვარშალომიძის მამის, პროფესორ გურამ ვარშალომიძის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 81 წლის პაციენტის გარდაცვალების მიზეზი იქამდე ვერ მოხერხდება, სანამ ექსპერტიზა არ ჩატარდება. 

"გურამ ვარშალომიძის გარდაცვალების მიზეზი მას შემდეგ გაირკვევა, რაც გვამის კვეთა ჩატარდება. მანამდე ვერ ვიტყვით, დაზუსტებით, რისგან გარდაიცვალა პაციენტი,"- აცხადებს ზაზა ავალიანი. 

ზაზა ავალიანი იმასაც აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი ვივარაუდოთ.

პროფესორმა, შეკითხვაზე- ნამდვილად სტაციონარში დაინფიცირდა თუ არა ვარშალომიძე, განაცხადა, რომ ამის თქმა თეორიულად დასაშვებია.

"ამის თქმა თეორიულად დასაშვებია, თუმცა იმის თქმა და უარყოფა, რომ პიროვნება მანამდე არ იყო დაინფიცირებული, შეუძლებელია. ვინაიდან, დაავადება ზოგჯერ უსიმპტომოდ, ან ნაკლებად გამოხატული სიმპტომებით იწყება და შემდეგ ხდება აქტიური გამოვლენა," - განაცხადა ზაზა ავლიანმა. 

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის,  ენმ-სა და "გაერთიანებულმა ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან ვარშალომიძის მამა გურამ ვარშალომიძე დღეს გარდაიცვალა.

81 წლის გურამ ვარშალომიძე კლინიკა "მედცენტრში" მძიმე ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. სტაციონარში ყოფნისას ის კორონავირუსით დაინფიცირდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

დღის ამბები