"ქართულმა ოცნებამ" ჩოხატაურში, ერისთავების ციხე-სიმაგრეში ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე წარადგინა.
წარდგენას "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრნენ.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვასილ ჩიგოგიძემ მუნიციპალიტეტში ჩატარებული სამუშაოები, განხორციელებული პროექტები მიმოიხილა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას რეგიონის განვითარებას დაჰპირდა. დეპუტატობის კანდიდატმა საზოგადოებას პრიორიტეტები გააცნო და მათ მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.