19 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
განათლების სამინისტროს არც ერთი დირექტორი და მასწავლებელი არ გაუთავისუფლებია, ეს არის ბრალდება - ეკატერინე დგებუაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროს დირექტორები და მასწავლებლები არ გაუთავისუფლებია და ეს, უსამართლო ბრალდებაა.  

"გაუთავებლად მიმდინარეობს იმაზე საუბარი, რომ განათლების სამინისტრო დირექტორებს თუ მასწავლებლებს ათავისუფლებს. ეს ბრალდებებია ჩვენი სისტემის მიმართ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ განათლების სამინისტროს არც ერთი დირექტორი და არც ერთი მასწავლებელი არ გაუთავისუფლებია, ეს არის ბრალდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ის ადამიანები, ვისზეც მუდმივად არის საუბარი, ისინი არიან, ვისაც ხელშეკრულების ვადა უკვე გაუვიდათ. დასრულდა მათი დირექტორად მუშაობის პერიოდი. ეს პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს, ხელშეკრულებას როდესაც გასდის ვადა, თუმცა, ახლა ეს საარჩევნო პერიოდი დაემთხვა," - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ. 

დღის ამბები