19 ნოემბერი 2024,   06:18
ვრცლად
კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების ანტირეკორდი - ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით covid-19-ს 11 ადამიანი ემსხვერპლა. ეს გარდაცვალების ანტირეკორდია.

გარდაცვლილთა შორის არის აჭარის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე გურამ ვარშალომიძე. ის 20 დღის წინ ბათუმის კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით შეიყვანეს, სადაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღეს აჭარაში  კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა - 64 წლის მამაკაცი და 55 წლის ქალი.

სამი მორაგბის ინფიცირების გამო ამ კვირაში გასამართი 3 თამაში გადაიდო.

როგორ ხვდება ქვეყანა ათასთან მიახლოებულ დღიურ გამოვლენას - ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

გუშინდელი დღისაგან განსხვავებით, დღიური მაჩვენებელი დღეს უმნიშვნელოდ შემცირდა და 887 შეადგინა. 246-მა ადამიანმა კი კლინიკა დატოვა.

დღის ამბები