24 ოქტომბერი 2020,   11:13
ვრცლად
ქუთაისში სუპერმარკეტი "მაგნიტი" გაქურდეს

ქუთაისში სუპერმარკეტი "მაგნიტი" გაქურდეს. სასურსათო მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთი ფილიალში უცნობმა პირებმა სავარაუდოდ ფანჯრიდან შეაღწიეს. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.  

მარკეტის თანამშრომლების თქმით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. ინციდენტისას ხმაურზე სიგნალიზაცია ჩაირთო, ადგილზე კი სამართალდამცველები მივიდნენ.

ამ დროისთვის ამოღებულია ვიდეო ჩანაწერები. საქმეზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს.   

დღის ამბები