26 აპრილი 2024,   09:55
ვრცლად
პანდემიის გამო ნოემბერში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტი აღარ ჩატარდება

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1.1 მილიონს გადააჭარბა. ვირუსი, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში უკვე 39 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

კვლავ მზარდია ინფიცირების შემთხვევები ევროპაში. ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 7 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ანგელა მერკელის გადაწყვეტილებით, შემთხვევების მატების ფონზე, ნოემბერში ევროკავშირის სამიტი აღარ ჩატარდება.

მედიის ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოში ახალი შემთხვევების ზრდის გამო შეყვარებულ წყვილებს შეხვედრა აეკრძალათ. ისინი ვალდებულნი არიან, სოციალური დისტანცირების წესი დაიცვან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ მრავალწლიანი ურთიერთობა აქვთ.

გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების რეკორდული 8 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა ნიდერლანდებში. პოლონეთში ერთ დღეში კორონავირუსი 8 ათასამდე ადამიანს, ბელგიაში კი 10 ათასზე მეტს დაუდასტურდა.

დღის ამბები