20 აპრილი 2024,   02:50
ვრცლად
აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან აღდგა

დღეიდან აჭარაში მუნიციპალურ და კერძო მიკროავტობუსებზე შეზღუდვები გაუქმდა. ბათუმს კვლავ 115 მუნიციპალური ავტობუსი და 250 სამარშრუტო მიკროავტობუსი მოემსახურება.

ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექციის განცხადებით, ყოველ დილით როგორც კერძო ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს სავალდებულო თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ და მოხდება ტრანსპორტის დეზინფექცია. მგზავრობისას აუცილებელი იქნება სადეზინფექციო ხსნარისა და პირბადის გამოყენება. რეგულაციებს მერიის ინსპექტირების სამსახური გააკონტროლებს.

"რეკომენდაციები, რომელიც გაცემული არის საკოორდინაციო საბჭოს მიერ, ძალაში რჩება. ყოველ დილით თითოეულ მძღოლს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი. მოვუწოდებ მგზავრებს, იმგზავრონ პირბადით. გადატვირთული მგზავრებით არ შეიძლება მოძრაობა, ეს მკაცრად იქნება გაკონტროლებული," - განაცხადა ბათუმის საქალაქო ტრანსპორტის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილების უფროსმა ემზარ თავჟარაძემ

დღის ამბები