17 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
სერგი კაპანაძე საჯარო სკოლის დირექტორების დანიშვნა გათავისუფლების საკითხზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს

"ევროპული საქართველო" საჯარო სკოლის დირექტორების დანიშვნა-გათავისუფლების საკითხზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს. პარტიაში ამბობენ, რომ ხელისუფლება აგრძელებს ზეწოლას დირექტორებსა და მასწავლებლებზე. სერგი კაპანაძის თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დირექტორებს აიძულებენ, მხარი დაუჭირონ მმართველ პარტიას.

"ჩვენი მოთხოვნა არის და მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ძალებსაც, რომ შემოგვიერთდნენ ამ მოთხოვნაში, რომ განათლების სამინისტრომ მიიღოს მორატორიუმი დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თუ ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები იმიტომ, რომ სკოლის დირექტორები სამწუხაროდ "ქართული ოცნების" პირობებში იქცნენ პოლიტიკურ ინსტრუმენტად ხელისუფლების და მორატორიუმის გამოცხადება იქნება მათთვის მინიმალური გარანტიის მიცემა," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები