სტუდენტების პროტესტი გრძელდება - სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში დღეს ლექციები ვერ ჩატარდა. აუდიტორიებში არ გამოცხადდნენ სტუდენტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყოველდღიურად მზარდი სტატისტიკის ფონზე, იძულებითი პაუზა არ უნდა შეწყვეტილიყო.
მხოლოდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ადმინისტრაციის წინააღმდეგ რამდენიმე ათასი ახალგაზრდა წავიდა. დაინიშნა შეხვედრაც, თუმცა მოგვიანებით ჩაიშალა და მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.
"იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ვერ შეძლებენ არადისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელებას, დეკანატების მიერ შედგენილი იქნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა," - განაცხადა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.