27 ნოემბერი 2020,   22:12
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძობს

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძობს. 

"ამ დროისთვის, ვიმყოფები ექიმების დაკვირვების ქვეშ. ეს ადამიანები მართლაც რომ გმირები არიან. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ მხოლოდ მათი ძალისხმევით მოვიგებთ ბრძოლას covid19-თან.

გუშინ, გვიან ღამით, შედარებით ცუდად გავხდი, ტემპერატურამ დაახლოებით 40 გრადუსამდე ამიწია. მთელი დღე სიმპტომები არ მქონდა, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა, აქედან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაციით გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში.

პროფესიონალების დაკვირვების ქვეშ პროცესის მართვა ბევრად უსაფრთხოა.
ახლა სხვა პაციენტებთან ერთად ინფექციურ საავადმყოფოში გავდივარ covid19-ის მკურნალობის კურსს.

რაც მთავარია, covid-ი ხელს ვერ მიშლის, ჩართული ვიყო ჩვეულ აქტივობებში, მართალია, დისტანციურად, თუმცა დღევანდელ სამყაროში კომუნიკაცია ხშირ შემთხვევაში ასე უფრო მარტივი და ეფექტურია,"-წერს სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაზე. 

დღის ამბები