20 აპრილი 2024,   16:49
ვრცლად
ყველა უნდა დაიკითხოს, მიუხედავად მათი ახლანდელი თუ წარსული პოლიტიკური საქმიანობისა - ივერ მელაშვილს დღეს ადვოკატი მოინახულებს

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ ივერ მელაშვილს დღეს ადვოკატი მოინახულებს. დაკავებულის უფლებადამცველის თქმით, საუბარი საქმის ახალ დეტალებს შეეხება.

ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ თანამდებობის მიუხედავად უნდა გამოიკითხოს ყველა ის პირი, ვისაც რაიმე სახით საქმესთან შემხებლობა ჰქონდა - მათ შორის არიან ყოფილი და მოქმედი მინისტრები.

"ცხადი ხდება ამ ბრალდების აბსურდულობა. არ არსებობს საქმეში არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება ბატონი ივერ მელაშვილის განზრახვა ამ ქმედების ჩადენის. ყველა პირი უნდა დაიკითხოს, მიუხედავად მათი ახლანდელი, თუ წარსული პოლიტიკური საქმიანობისა. სალომე ზურაბიშვილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი ღარიბაშვილი არის თავდაცვის მინისტრი, რომლის უწყებამაც გამოიძია ეს საქმე, ფაქტობრივად და განაჩენიც გამოიტანა. ამიტომ, ეს პირები, როგორც უწყების ხელმძღვანელები ამ საქმეში უნდა ფიგურირებდნენ,"- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები - ივერ მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს, რომლის მიხედვითაც კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

დღის ამბები