დღეიდან სავალდებულო კარანტინის წესები იცვლება. უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებისას pcr ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად, თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან.
იმ შემთხვევაში კი, თუ მათ არ ექნებათ ტესტის პასუხი, შესაძლებლობა ექნებათ კვლავ საკარანტინო სივრცეში განთავსდნენ.