ფოთში დღეისათვის ონლაინ რეჟიმში სწავლებაზე 6 საჯარო სკოლაა გადასული. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის გოჩა ქორქიას განცხადებით პირველ, მესამე, მეოთხე და მეხუთე სკოლის მსგავსად მე-12 და მე-7 სკოლაც დისტანციური სწავლების რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც სკოლაში კოვიდ ინფექციის შემთხვევა დადასტურდა.
სკოლებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში ეპიდემიოლოგების რჩევის შესაბამისად განახლდება.