17 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
ეს არის ტყუილი და ემსახურება პანიკის დათესვის მიზანს - ნათია მეზვრიშვილი ინფიცირებული პაციენტების უყურადღებოდ დატოვებაზე

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის თქმით, კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე და კოვიდსასტუმროებში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებული, მეზვრიშვილის განცხადებით, საავადმყოფოები გამოყენებული იქნება ისეთი პაციენტებისთვის რომელთაც ქრონიკული დაავადებების, თუ ასაკის გამო სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა სჭირდებათ.

ნათია მეზვრიშვილი ასევე შეეხო საზღვარგარეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ რეგულაციებსაც. მეზვრიშვილის თქმით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე და არა მხოლოდ ნაცვალგების ქვეყნებიდან შემოსულები,  ვისაც ექნება კოვიდტესტი კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციაში წავა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ასევე კომენტარი გააკეთა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებითაც, რომ ინფიცირებული პაციენტები შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციას ვერ ახერხებენ და ყურადღების გარეშე არიან მიტოვებულები.

"ვრცელდება გარკვეული ცრუ ინფორმაციები, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, თითქოს ადამიანები მიყრილები არიან სახლებში და კოვიდსასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს, თითქოს ზარებზე პასუხი არ ხდება მასიურად და ეს ადამიანები კონსულტაციას ვერ გადიან. მე მინდა დავამშვიდო საზოგადოება, შფოთვის საფუძველი ნამდვილად არაა, ეს არის ტყუილი და ემსახურება პანიკის დათესვის მიზანს. თვითიზოლაციაში 21703 ადამიანი იმყოფება და თითოეულ ამ ადამიანთან კონტაქტზეა ოჯახის ექიმი. გასაგებია, რომ შესაძლოა არის შემთხვევები, როდესაც კონსულტაცია 1-2 საათით დაგვიანდა, ეს გახლავთ ერთეული შემთხვევები და არ აქვს სისტემური ხასიათი და ძალიან გთხოვთ ამ ერთეული შემთხვევების გამო არ ავყვეთ პანიკას," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღის ამბები