აჭარაში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, გარდაცვალების ფაქტი 2 ქუთაისში, 1 თერჯოლაში, 4 კი თბილისში დაფიქსირდა.
მედიკოსების განცხადებით, გარდაცვლილი პაციენტების უმრავლესობა არიან ასაკოვანი ადამიანები, რომელთაც თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდათ.
"4 პაციენტი გარდაიცვალა ბათუმის სამედიცინო ცენტრში. პაციენტების ასაკი არის 62 წლიდან 90 წლამდე - 2 მამაკაცი და 2 ქალბატონი, სუნთქვის მწვავე უკმარისობით, ორმხრივი პნევმონიით, თანმხლები დაავადებებიც ჰქონდათ პაციენტებს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილია 3 პაციენტი, 54 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა შემოსვლისთანავე ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. 73 წლის ქალბატონი ეს იყო მწოლიარე, რომელსაც ჰქონდა თავის ტვინის მოცულობითი წარმონაქმნი, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, ეს ეც აპარატზე იყო და 78 წლის მამაკაცი ასევე მძიმე მდგომარეობაში იქნა მოყვანილი, ორმხრივი პნევმონიით, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე," - ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმმა გია კიკაბიძემ.