ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წელს პირველი სტუდენტები მიიღო ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე: მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება. პირველკურსელებმა დღეს ფიცის დადების ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა.
უნივერსიტეტში სტუდენტების მიღების კრიტერიუმები შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამის მოთხოვნებთან.