26 აპრილი 2024,   15:12
ვრცლად
ვმოქმედებთ შსს-ს მითითებების შესაბამისად - "საქართველოს ბანკი" განცხადებას ავრცელებს

ზუგდიდის ფილიალში თავდამსხმელების შეჭრასთან დაკავშირებით "საქართველოს ბანკი" განცხადებას ავრცელებს.

"ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს," - წერია განცხადებაში.

ზუგდიდის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში შეირაღებული პირები შეიჭრნენ, რომლებიც ამ დრომდე შენობაში რჩებიან. "კურიერის" ინფორმაციით, ამ დრომდე შენობაში რჩება ბანკის რამდენიმე თანამშრომელიც.

დღის ამბები