დღეიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ და გავლილი ექნებათ PCR ტესტირება, კარანტინის ნაცვლად, თვითიზოლაციაში გადავლენ.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, მკურნალობის ახალი მოდელის მიხედვით - მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანები ექიმების ზედამხედველობით, ბინაზე და კოვიდსასტუმროებში განაგრძობენ მკურნალობას.
ხელისუფლება აცხადებს, რომ საავადმყოფოში უნდა მოხვდეს ის ადამიანი, ვისაც ეს აუცილებლად სჭირდება.
საკოორდინაციო საბჭოს წევრები კვლავ მიმართავენ კერძო სექტორს, რომ დაიცვან საკუთარი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება, ასევე შეახსენებენ რომ რეგულაციებისთვის თავის არიდების შემთხვევაში ფულადი სანქცია, ან სულაც შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაემუქროთ.