25 აპრილი 2024,   10:25
ვრცლად
მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება - აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან კონსულტაციებს ხვალ მაიკ პომპეო გამართავს

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირება მიმდინარეობს აღდამის, ფიზული-ჯებრაილის მიმართულებებზე.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე მსხვილკალიბრიანი შეიარაღებიდან გახსნეს ცეცხლი.

პარალელურად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ცალ-ცალკე შეხვდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებისას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ხვალ კი, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან კონსულტაციებს მაიკ პომპეო გამართავს.

დღის ამბები