დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადა, რომ ინფიცირების რაოდენობის მატება მოსალოდნელია, რადგან ზრდის ტენდენცია მთლიანად მსოფლიოშიც შეინიშნება.
"უნდა ველოდოთ რომ ზრდა იქნება, რადგანაც ეს ტენდენცია გლობალურია. ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ კიდევ კარგა ხანს კორონავირუსთან ერთად, ისევ ძალაშია. ასე ცხოვრება, შესაძლოა, სულ მცირე 1 წელი ან უფრო მეტი გაგრძელდეს. არსებობს 5 ძირითადი პრინციპი, რომელსაც ხშირად ვიმეორებ, აუცილებელია. ესენია: ხელების დაბანა, პირბადე, დისტანცია, ჰაერზე მეტხანს ყოფნა, ვიდრე შიგნით და თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება. ეს ის პრინციპებია, რომელსაც ჩვენ უნდა მივეჩვიოთ,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.