17 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
ახალი გვარები დავით გარეჯის საქმეში - დავით დარჩიაშვილი ერთია ვისით დაინტერესებასაც ბაღათურია გამოძიებას ურჩევს 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეზე პროკურატურაში დაბარებულმა ჯონდი ბაღათურიამ საგამოძიებო უწყება სამ საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.

როგორც "ქართული დასის" ლიდერი ამბობს, რომ 8 წლის წინ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებით პროკურატურა დღეს დაინტერესდა. ჯონდი ბაღათურიამ უწყებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ დაასახელა კონკრეტული გვარები ვისზეც ფიქრობს, რომ დანაშაული ჩაიდინეს და გარეჯის ნაწილი აზერბაიჯანის სასარგებლოდ დათმეს. 

დავით დარჩიაშვილი ერთ-ერთი მათგანია ვისით დაინტერესებასაც ბაღათურია გამოძიებას ურჩევს. 2012 წელს პარლამენტში გამართული დებატების დროს, სწორედ დარჩიაშვილმა განუმარტა ბაღათურიას, რომ ტერიტორიების ნაწილი ქართულმა მხარემ კი არ დათმო, არამედ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სოციალისტური საზღვარი ქედზე გადიოდა და გარეჯის 2 პროცენტი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზეა.

"ქართული დასის" ლიდერის განცხადებებში რუსული პროპაგანდის კვალს ხედავენ ოპოზიციის ნაწილში. 

ოპონენტების საპასუხოდ "ქართულ ოცნებაში" აცახდებენ, რომ გამოძიებამ ყველა იმ პირის პასუხიმგებლობა უნდა დაადგინოს, ვისაც საქმესთან შემხებლობა ჰქონდა, მათ შორის მაღალჩინოსნებისაც

დღის ამბები