19 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
"კურიერმა" დაადგინა იმ პირის ვინაობა, რომლის ავტომობილითაც დამნაშავე ზუგდიდში თავდასხმის ობიექტამდე მივიდა

"კურიერმა" დაადგინა იმ პირის ვინაობა, რომლის ავტომობილითაც დამნაშავე ზუგდიდში თავდასხმის ობიექტამდე მივიდა. ამ ადამიანის ვინაობას  "რუსთავი 2" შეგნებულად არ ამხელს.

როგორც ირკვევა ბოროტმოქმედმა ზუგდიდიდან მოშორებით გააჩერა ნისანის მარკის ავტომობილი და მძღოლს იარაღის მუქარით აიძულა დანიშნულების ადგილზე მიყვანა. მას შემდეგ რაც შეიარაღებულმა პირმა გამსახურდიას ქუჩაზე დაიწყო უმისამართო სროლა, ავტომობილის მძღოლმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

"ავტომატით გადაუდგა. წააყვანინა თავი და რომ მივიდნენ დაიწყო სროლა," - აცხადებს აღნიშნული პირის ძმა.

დღის ამბები