19 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ის 1759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 350 პაციენტი
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 
ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 24 562-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 350-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი  9751 გახდა.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 4 408 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  3 155. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია  1 848 ადამიანი.უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ - stopcov.ge-ზე განახლდა. 

დღის ამბები