საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, დღეს არის პირველი დღე, როდესაც ადაპტაციის პროცესში გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, პროცესში არსებული ხარვეზები სწორდება და მოხსნილია ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან დაკავშირებული პრობლემაც.
"ის პრობლემები, რაც იყო დაკავშირებული ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან, შეიძლება ითქვას, მოხსნილია. პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მან ასევე საზოგადოებას და შესაბამის დაწესებულებებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ შესაბამისი რეკომენდაციების 90% შესრულებით შესაძლებელი ხდება ვირუსის გავრცელების 70%-ით შენელება.