20 აპრილი 2024,   03:54
ვრცლად
ინფექციის მართვაში დამატებითი კლინიკები ჩაერთო, მობილიზებულია კიდევ 442 საწოლი - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს კიდევ რამდენიმე კლინიკა ერთვება კორონავირუსის ინფექციის მართვაში, რის შედეგადაც მობილიზდა დამატებით 442 საწოლი.

მისი თქმით, კლინიკები საგარეჯოში, თეთრიწყაროში, ქუთაისში, ლანჩხუთსა და ახალციხეში მიიღებენ ცხელებით პაციენტებს. 

"საწოლფონდის გადანაწილების კუთხით, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს უკვე იკვეთება კონკრეტულ რეგიონებში ინფიცირებულების რაოდენობა და საჭიროება ხდება საწოლების მობილიზება, დღეს ვამტკიცებთ იმ კლინიკების ჩამონათვალს, რომელიც ჩაერთვებიან და ეს იქნება როგორც საგარეჯოში, თეთრიწყაროში, ქუთაისში, ახალციხეში და ლანჩხუთში, რომლებიც მიიღებენ ცხელებიან პაციენტებს და გაუწევენ საჭირო მკურნალობას და მომსახურებას. ისინი მიიღებენ ცხელებით პაციენტებს და, დიაგნოსტირების შემთხვევაში,ცენტრალიზებულად გადაწყდება, თუ რა დამატებითი პროცესი გაიმართება ამ კლინიკაში. საერთო ჯამში, ჩვენ გავაკეთებთ 442 საწოლის მობილიზებას,"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები