28 აპრილი 2024,   02:36
ვრცლად
მინსკში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება

ბელარუსის დედაქალაქში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. ქალაქში მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და სპეცტექნიკა.

დღეს იწურება ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის ოპოზიციის მიერ მიცემული ულტიმატუმის ვადა. ოპოზიცია მოქალაქეებს 26 ოქტომბრიდან საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებს.

დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს დღეს ოპოზიციის ლიდერმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა სვეტლანა ციხანოვსკაიამაც მიმართა. მისი განცხადებით, ძალოვანმა უწყებებმა დღეს არჩევანი უნდა გააკეთონ, უჭერენ მხარს ხალხს, თუ რჩებიან ლუკაშენკოს მთავრობის დაქვემდებარებაში.

დღის ამბები