ვანის განახლებული მუზეუმი გაიხსნა. მუდმივმოქმედ ექსპოზიციასა და დროებითი საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილია ვანის ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მემკვიდრეობა, კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები. ასევე ნაჩვენებია მათი დამზადების ტექნოლოგია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები კავკასიის რეგიონში, ნაქალაქარზე ერთ-ერთ პირველ მუზეუმში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა.