30 ნოემბერი 2020,   03:43
ვრცლად
თსუ-ში ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაციას ეკონომიკის მინისტრიც დაესწრო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და საფრანგეთის ელჩიც ესწრებოდა.

პროგრამა სტუდენტებს უნიკალურ შანსს აძლევს. მათ შეეძლებათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მაგისტრის და ლუმიერის ლიონ-ორის უნივერსიტეტის - ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის მაგისტრის ორმაგი დიპლომი მიიღონ.

დღის ამბები