19 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები სწრაფ კურსს გაივლიან და COVID-19-თან ბრძოლის პროცესში ჩაერთვებიან - განათლების მინისტრი

უწყებათაშორის საბჭოზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო  მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს და მათგან სამედიცინო პერსონალის რეზერვი შეიქმნება, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ჩაერთვება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა განაცხადა.

"გაივლიან სწრაფ კურსს, იმისთვის, რომ შეიქმნას ერთგვარი სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთვებიან კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში და დაეხმარებიან ექიმებს," - განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

მისი თქმით, ის დღეს სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს და ფაკულტეტების ხელმძღვანელებს შეხვდება, რომლებთანაც დეტალებს გაივლის და ერთ კვირაში იქნება მზად სპეციალური ბაზა.

მინისტრის თქმით, მომზადების კურსი სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.

დღის ამბები