30 ნოემბერი 2020,   03:15
ვრცლად
საქართველოში პირბადის ტარება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში პირბადის ტარება აუცილებელი გახდეს. 

ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ევროპაში ნიღბის მოხმარება მოსახლეობაში 95 პროცენტიან მაჩვენებელს მიაღწევს, იანვრის ბოლოსთვის ევროპაში შესაძლებელი იქნება 178 ათასი სიცოცხლის შენარჩუნება. 

"საქართველოში დღეს ჩვენ გვაქვს ხმარება დაახლოებით 60-64%-ის ფარგლებში და მოწოდებაა, რომ ეს ავიდეს 95%-ის ფარგლებში - ამ შემთხვევაში ჩვენ შესამჩნევად შევამცირებთ ახლადინფიცირებულთა რაოდენობას," - განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, საქართველოში ნიღბის ტარება სავალდებულო გახდეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ "არ გამორიცხავს". 

"მე ხშირად ვხმარობ ხოლმე გამოსვლისას ამ სიტყვას "შოლტის პრინციპი". შოლტი არაფერს იზამს, თუ ჩვენი შეგნება არ ავიდა აქამდე. რა შეიძლება, მე დღეს მსიამოვნებდეს, მაგრამ მსიამოვნებს ის, რომ ვუყურებ ხალხს და ვხედავ, ნიღბის ტარების კულტურა მეტი და მეტი არის, მაგრამ მეტი გვჭირდება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები