23 აპრილი 2024,   16:25
ვრცლად
161-ე სკოლის მასწავლებელს კონტაქტი 8 მოსწავლესთან ჰქონდა - სწავლა 12 დღის განმავლობაში დისტანციურად გაგრძელდება

თბილისის 161-ე სკოლის მასწავლებელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, კონტაქტი 8 ბავშვთან ჰქონდა. ინფიცირების ფაქტის გამო სკოლა 12 დღის განმავლობაში ონლაინ სწავლებაზე გადადის.

"პარასკევს დაუდასტურდა ჩვენს ერთ-ერთ მასწავლებელს "კოვიდ 19". ჩვენ მივიღეთ შესაბამისი ზომები, გადავედით ონლაინ სწავლებაზე, ყველა მასწავლებელი, ყველა ოჯახი გავაფრთხილეთ. დღეიდან 12 დღე, როგორც ექიმები გვაძლევენ რეკომენდაციას, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე ვიქნებით.

ეს მასწავლებელი იზოლაციაშია, სასტუმროში. კარგად გრძნობს თავს. ბოლოს შაბათს იყო სკოლაში და 8 ბავშვთან ჰქონდა კონტაქტი,"-განაცხადა სკოლის დირექტორმა მიშა მინდაძემ. 

დღის ამბები