27 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
თუ ვინმეს შეუძლია "ფეიქ ნიუსები" ავრცელოს და ჰქონდეს ამის რესურსი, ხელისუფლებაა - გიგი წერეთელი

ოპოზიციური პარტიები "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელმაც საზოგადოება გააფრთხილა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ინტერნეტში ყალბი ვიდეომასალის გავრცელებას გეგმავს. 

"ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი წერეთელმა გაიხსენა ხელისუფლებასთან დაკავშირებული სოციალური ქსელების ანგარიშები, რომლებიც, მისი თქმით, სწორედ ცრუ ინფორმაციას გავრცელებას ემსახურებოდა.

"უამრავი "ფეიქ ნიუსი" იყო ამ ხელისუფლების პირობებში დაწყებული პირველი დღეებიდან და დასრულებული თუნდაც ბოლო ამბებით, შესაძლებელია იყოს ბევრი "ფეიქი" აქ. ასევე, გავიხსენებდი ფეისბუქის და სოციალურ ქსელებში ასობით ანგარიშს, რომელიც სწორედ "ფეიქ ნიუსების" გავრცელების გამო უკავშირდებოდა ხელისუფლებას. ამიტომ, მგონია, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და თუ ვინმეს შეუძლია "ფეიქ ნიუსები" ავრცელოს, რაიმე პროგრამები გამოიყენოს და ჰქონდეს ამის რესურსი, არის, პირველ რიგში, ხელისუფლება,"-განაცხადა გიგი წერეთელმა. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე 2018 წელს იხსენებს, როცა ყალბი აუდიო ჩანაწერები გამოჩნდა, სადაც თავად მისი ხმაც იყო გაყალბებული. 

"მათთვის წითელი ხაზი არ არსებობს, რადგან ჩვეულებრივად სახელმწიფოს მძარცველები არიან. მათი ამოცანაა ძარცვის გაგრძელება - ხალხი ღარიბდება, თვითონ მდიდრდებიან. ამიტომ, რა თქმა უნდა, შეიძლება ჩემი ჩანაწერიც იყოს, ჩემი ხმა ვიღაცასთან მიდებული იყოს, როგორც, მაგალითად, 2018 წელს იყო აბსოლუტურად "ფეიქ ჩანაწერი" გამოქვეყნებული, ხმის სინქრონიზატორით დამზადებული, სადაც ჩემი ხმა იყო. მაგრამ, მთავარი სიბინძურე რაც არის, ეს არის უბედურად გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც ბედის ანაბარა მიატოვეს მათ,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ლელოს" წევრის, ლევან სამუშიას შეფასებით, მმართველ პარტიას არჩევნებში დამარცხების ეშინია და მსგავს განცხადებას იმ

"ფეიქ ნიუსი" და "ფეიქ პარტია" თვითონ არიან, ქვეყანა რა დღეში ამყოფეს, ყველამ კარგად ვნახეთ და "ფეიქ ნიუსების" ავტორები თვითონ არიან, ისეთ ქმედებებს ახორციელებენ. ერთით შეიძლება აიხსნას ეს ყველაფერი - ხვდებიან, რომ არიან მძიმე მდგომარეობაში, არჩევნები წაგებული აქვთ და საკუთარ თავსაც ვერ აკონტროლებენ, ისეთ განცხადებებს აკეთებენ,"-განაცხადა ლევან სამუშიამ.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია მასალებს ამზადებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლითაც ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბება არის შესაძლებელი. 

დღის ამბები