27 აპრილი 2024,   07:59
ვრცლად
აჭარაში მყოფი კოვიდინფიცირებულიდან 85-ის მდგომარეობა მძიმეა - აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

296 ახალი შემთხვევა და 2 გარდაცვლილი - ასეთია კორონავირუსის გავრცელების დღევანდელი სტატისტიკა მხოლოდ აჭარაში. მძიმეა სტაციონარში მყოფი 85 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კრიტიკულად ფასდება 23.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კლინიკებში ინტენსიური თერაპიის საწოლები თითქმის შევსებულია.

"გვქონდა 296 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 186 პირი. ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გახლავთ 7000-მდე.

იცით, ეს ციფრი მუდმივად ცვალებადია, თუმცა დილის ინფორმაციით, 650 პაციენტი იმყოფებოდა კოვიდსტაციონარებში. დაახლოებით, 1200-მდე კოვიდსასტუმროებში.

რაც შეეხება რეანიმაციულ პაციენტებს - მათი რაოდენობა არის 85, მათ შორის 23 მართვით სუნთქვაზეა. ამასთან, გვყავდა ორი გარდაცვლილი, მეტი დეტალებს ვერ გავასაჯაროებთ,"- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

დღის ამბები