26 აპრილი 2024,   07:41
ვრცლად
ვახტანგ მჭედლიძემ შალვა შავგულიძე პოლიტიკურ ვაჭრობაში დაადანაშაულა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" სიის პირველმა ნომერმა ვახო მჭედლიძემ შალვა შავგულიძის პარტიიდან წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა და შალვა შავგულიძე პოლიტიკურ ვაჭრობაში დაადანაშაულა. ვახო მჭედლიძის თქმითვე, არჩევნებამდე 2 თვით ადრე მისმა წასვლამ პარტია დააზარალა.

"თურმე მე ვარ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ბატონმა შალვა შავგულიძემ პარტია დატოვა. პირდაპირ წავიდა პოლიტიკური ვაჭრობა, რომ ისინი არ გვაძლევენ 3 ადგილს, რაზეც ჩვენ არ დავთანხმდით, იმიტომ, რომ პოლიტიკურად არ გვინდოდა გავყიდულიყავით. მანამდეც იყო შემოთავაზებები ჩემზე პირადად, რომ გადავსულიყავი სხვა პარტიაში და არ გადავედი და არ გავყიდე, თვითონ "ევროპული საქართველოდან" იყო და არ წავედი და არ ჩავეწერე იმათ რიგებში, ამ პოლიტიკურ ვაჭრობაში მე შალვას ვერ ავყვებოდი," - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მჭედლიძემ.

პარლამენტის მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ "თავისუფალ დემოკრატებში" დარჩენილი ადამიანების მოსაზრებებს საზოგადოებისთვის საინტერესოდ არ მიიჩნევს.

"თავისუფალ დემოკრატებში" დარჩენილი ადამიანების მოსაზრებებზე კომენტარებსაც არ მივიჩნევ დღეს საინტერესოდ საზოგადოებისათვის. ალბათ დრო გვაჩვენებს საბოლოოდ სად აღმოჩნდებიან ეს ადამიანები. ძალიან დასანანი იქნება თუ ისინი აღმოჩნდებიან ივანიშვილის პრორუსულ ორბიტაზე," - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

დღის ამბები