27 აპრილი 2024,   09:05
ვრცლად
ბანკზე თავდამსხმელის გამოჩენის მოლოდინში - მამის იმედები არ გამართლდა, ბადრი ესებუა სახლში არ დაბრუნდა

ოჯახის დაპირების მიუხედავად, ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუა სოფელში დღეს არ დაბრუნებულა. ბოლო სამი დღეა, მისი მშობლები ირწმუნებოდნენ, რომ ესებუა სახლში დაბრუნდებოდა. 

ახალი თარიღი დღეს აღარ დასახელებულა, რადგან ოჯახმა მედიასთან კომუნიკაციაზე უარი თქვა.

ბანკზე თავდასხმის საქმეზე კითხვებს ბრალდებულის მამამ მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში უპასუხა.

"კურიერის" ინფორმაციით, ოჯახმა იურიდიული დახმარების მიზნით ადვოკატის ძებნა დაიწყო. 

მედიაში ესებუას თანამზრახველად დასახელების გამო სასამართლოსათვის მიმართვას აპირებს დავით ხვიბლიანი.

დღეს ოფიციალური დოკუმენტი თავდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა. ძალოვანი სტრუქტურის ინფორმაციით, რიგითი ჯარისკაცი ესებუა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 2019 ივლისიდან სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი იყო.

ბანკზე თავდასხმიდან ერთი კვირის თავზე, იდენტიფიცირებული ბოროტმოქმედი ისევ თავისუფალია. მისი კვალი ქრება სოფელ კირცხიდან, სადაც მან 4 მძევალი გაათავისუფლა, თავად კი მიიმალა.

დღის ამბები