19 ნოემბერი 2024,   06:17
ვრცლად
თბილისი ყველაზე ცხელ წერტილად რჩება - კორონავირუსის დღიურმა მაჩვენებელმა ქვეყანაში დღეს უმნიშვნელოდ იკლო

COVID-19-ის გავრცელების ტენდენცია კვლავ მზარდია, თუმცა დღეს, წინა დღეებთან შედარებით, დღიური მაჩვენებლები შემცირებულია. მხოლოდ ბოლო 24 საათში ვირუსი ლაბორატორიულად 1731 პაციენტს დაუდასტურდა და გარდაიცვალა 15 ადამიანი. 

დღეს რეკორდულია გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც - ინფექცია 2 197-მა პაციენტმა დაძლია.

ასევე, კორონავირუსი ყველაზე პატარა პაციენტმა დაამარცხა - COVID-19 ერთი თვის ჩვილს, დაახლოებით, 2 კვირის წინ დაუდასტურდა და მან დღეს კლინიკა სრულიად ჯანმრთელმა დატოვა.

ყველაზე დიდი რისკჯგუფი კვლავ მედპერსონალია, ყველაზე ცხელ წერტილად კი თბილისი რჩება. 

დღის ამბები