პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ანგარიში წარუდგინა.
ირაკლი მეზურნიშვილმა დასრულებული საქმეების შესახებ სოფელ ახალქალაქის რეაბილიტირებულ ციხე-გალავანში ისაუბრა.
მაჟორიტარმა ხაზი გაუსვა სასწავლო დაწესებულებების, სპორტული მოედნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისთვის გაწეულ სამუშაოებს.