ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის გია კიკაბიძის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის გამო 5 ადამიანი გარდაიცვალა.
მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 70 წლის ქალი გარდაიცვალა.
"სამწუხაროდ, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან 2 პაციენტი გარდაიცვალა ბათუმის სამედიცინო ცენტრში, ორი პაციენტი გარდაიცვალა მედცენტრში. სამი ქალბატონი და ორი მამაკაცი იყო.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 70 წლის ქალბატონი, რომელსაც აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი. ფილტვებში დაზიანების ხარისხმა მოიმატა და მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი," - განაცხადა გია კიკაბიძემ.