06 სექტემბერი 2026,   22:45
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" დამკვირვებლის ინფორმაციით, ქუთაისის 41-ე საარჩევნო უბანზე უცხო პირები შედიან და სველი წერტილებით სარგებლობენ

"ევროპული საქართველოს" დამკვირვებლის ინფორმაციით, ქუთაისის 41-ე საარჩევნო უბანზე უცხო პირები შედიან და სველი წერტილებით სარგებლობენ, რაც მისი თქმით, კანონდარღვევაა.

მომხდარზე საჩივარი არ დაწერილა, თუმცა რეაგირებისკენ მოუწოდეს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც დამკვირვებლების თქმით, მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებს.

ფაქტს ადასტურებს საუბნო კომისიის თავმჯდომარე და განმარტავს, რომ კომისიის წევრები გაფრთხილებული არიან, რომ უცხო პირები შენობაში აღარ შეუშვან. 

ამასთან, ამავე უბანზე მისულმა ამომრჩეველმა აღმოაჩინა, რომ თვითიზოლაციაში მყოფთა სიაში იყო, თუმცა ამტკიცებდა, რომ იზოლაციაში არ არის. მან ხმის მიცემა ვერ შეძლო. მომხდარზე საჩივარი დაიწერა.

დღის ამბები