07 სექტემბერი 2026,   16:07
ვრცლად
ბათუმში წვრილმანი ხულიგნობისთვის ორი პირი დააკავეს

ორი პირი დააკავეს ბათუმში წვრილმანი ხულიგნობისთვის. შემთხვევა რურუას ქუჩაზე საარჩევნო უბანთან მოხდა.

ორგანიზაცია "ალტერნატივას" ხელმძღვანელის, ხათუნა ბერიძის განცხადებით, ინციდენტს თავად შეესწრო. მისი თქმით, ორი ახალგაზრდა მამაკაცი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ოპოზიციის მხარდამჭერებს, ადგილზე პოლიცია მოვიდა და ისინი ტერიტორიას განარიდა.

შსს-ს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება სსკ 166-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები