06 სექტემბერი 2026,   21:14
ვრცლად
ენმ-ს წევრის მტკიცებით, ფოთში კომისიის თავმჯდომარეებმა უბნებზე უფლებამოსილებას გადააჭარბეს

ფოთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " წევრი დავით ხომერიკი იმ დარღვევებზე საუბრობს, რაც მისმა გუნდმა სხვადასხვა საარჩევნო უბანზე აღმოაჩინეს.

დავით ხომერიკის მტკიცებით, კომისიის თავმჯდომარეებმა უბნებზე თავიანთ უფლებამოსილებას გადააჭარბეს. არ არის დაცული სოციალური დისტანცია, ასევე ერთერთი უბნის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე რომლის ოჯახის წევრიც კოვიდ ინფიცირებულია, საარჩევნო უბანზე იმყოფება.

ხომერიკის ბრალდებებს #70 საოლქო კომისიის თავჯდომარე აბსურდულს უწოდებს და როგორც თვითონ განმარტავს, მისთვის ეს პრეტენზიები მიუღებელია.

დღის ამბები