07 სექტემბერი 2026,   16:07
ვრცლად
ქუთაისში 116-ე საარჩევნო უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს

ქუთაისის 116-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი დამკვირვებლის უბნიდან გამოძევებით დასრულდა.   

"ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლის მტკიცებით, უბნის თავმჯდომარის გაღიზიანება მისმა შენიშვნამ გამოიწვია, რის გამოც  კომისიის თავმჯდომარის მეუღლემ შეაგინა, რასაც ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა.

ხმაურის შემდეგ დამკვირვებელი უბნიდან გააძევეს. კომისიის თავმჯდომარის თქმით, დამკვირვებელი პროვოკაციას თავად აწყობდა და საარჩევნო პროცესს შეგნებულად  აფერხებდა. ადგილზე სიტუაციის განსამუხტავად სამართალდამცველების მისვლა გახდა საჭირო.  მომხდარის გამო საჩივარი დაიწერა.

დღის ამბები