19 აპრილი 2024,   12:39
ვრცლად
აჭარაში 5%-იანი ბარიერი "ქართულმა ოცნებამ" და ბლოკმა "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიამ" გადალახა

31 ოქტომბერს, აჭარამ, საქართველოს პარლამენტის წევრების გარდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებიც აირჩია.

ამ დროის მონაცემების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი გადალახა მხოლოდ ორმა პარტიამ - "ქართულმა ოცნებამ" და ბლოკმა "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიამ".

"ამ დროისთვის, დათვლილია პროპორციული საარჩევნო სისტემით 196 უბანი, ხოლო მაჟორიტარის საარჩევნო სისტემით 118 უბანი. ყველაზე მეტი უბანი ამ დროისთვის დათვლილია ქობულეთის 29-ე მაჟორიტარულ ოქმში. ამ მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი გადალახა მხოლოდ 2-მა პარტიამ - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია","- განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ.

დღის ამბები