19 ნოემბერი 2024,   08:16
ვრცლად
კორონავირუსისგან 2413 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 2413 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 413 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 25 104-მდე," - განაცხადა მეზვრიშვილმა.

დღეს ქვეყანაში ინფექციის 1791 შემთხვევა დაფიქსირდა. 

დღის ამბები