უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით საქართველო, დღეის მდგომარეობით, კვლავ ინარჩუნებს პოზიციურ დინამიკას. მისი ინფორმაციით, კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 696 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 26 800-მდე გაიზარდა.