ბოლო 24 საათში კორონავირუსის დიაგნოზით 7 ადამიანი გარდაიცვალა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, აჭარაში - 6 ადამიანი, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფექციას 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში 342 პაციენტი ემსხვერპლა.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 1 852 შემთხვევა გამოვლინდა.